მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი აზერბაიჯანიდანაა

58e74a2254c3e
BM.GE
07.04.17 14:00
1697
მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში 8 012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. 2015-2016 სასწავლო წელთან შედარებით უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში გაზრდილია, შარშან ქვეყანაში 6 643 უცხოელი სტუდენტი ფიქსირდებოდა.

გასული სასწავლო წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე მეტი სტუდენტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. წელს მეზობელი სახელმწიფოდან 2650 სტუდენტი სწავლობს საქართველოში, შარშან კი 2 388 ფიქსირდებოდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 2505 სტუდენტით, მესამეზე ერაყი - 974 ადამიანით. საქართველო საინტერესოა ნიგერიელი სტუდენტებისთვისაც, მიმდინარე სასწავლო წელს 439-მა ადამიანმა აირჩია საქართველო სასწავლებლად.