მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა იწყება

5afae47146bae
ელენე გოგბერაშვილი
15.05.18 18:00
8838

 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებაც იწყება, ნატახტარი-ლარსის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. ამის შესახებ BM.GE-თან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში 9 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გვირაბი აშენდება, რომელსაც საქარველოში ჯერ ანალოგი არ აქვს.  ტენდერს უწყება ახლო მომავალში გამოაცხადებს.

,,ვავითარებთ ჩრდილოეთის მიმართულებას. ეს არის ნატახტრიდან ლარსის მიმართულებით გზის მშენებლობა. გათვალისწინებულია შემოვლითი გზები. ეს არის ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრი სიგრძის გვირაბის პროექტი. მსგავსი ანალოგი საქართველოში არ არის. ეს არის  ყველაზე ოპტიმალური გზა. საერთაშორისო კომპანია იყო საპროექტო სამუშაოებში ჩართული და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი. მთელი ჩრდილოეთ მიმართულება რომ ავიღოთ:  ნატახტარის ახალი გზა, ფასანაურის შემოვლითი გზა, ქვეშეთი-კობი, გვირაბი და სტეფანწმინდის შემოვლითი გზა და ლარსის მონაკვეთი, ჯამში ეს არის დაახლოებით მილირად 340 მილიონი ლარი", -განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.