მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული შინაური ცხოველის საკვები ევროკავშირში გაიყიდება

5c444b3645225
ანნა ლაპიაშვილი
20.01.19 14:15
1976
"ჯორჯიან პროდაქტი“-ს მიერ წარმოებული შინაური ცხოველის საკვები ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე კვირაში გავა. ეს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ხორცპროდუქტების ექსპორტის პირველი შემთხვევა იქნება.

კომპანიის დამფუძნებლის, დავით ბარდაველიძის თქმით, საწარმო რომელიც ფაქტობრივად 6 თვეში გაიმართა ახლა სატესტო რეჟიმში მუშაობს. “ ქარხანამ ISO 22 000 და TUV სერთიფიკატი უკვე აიღო.

“ყველაფერი მზად გვაქვს. ახლა ევროკაშირში გავდივართ რეგისტრაციას, ველოდებით შესაბამის ნომერს. ეს ბოლო პროცედურაა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ხდება და რამდენიმე დღეში უკვე ყველა პროცედურა დასრულებული იქნება. “- ამბობს "ჯორჯიან პროდაქტი“-ს დამფუძნებელი.

მისი თქმით, პირველი შეკვეთა, რომელიც 1600 ტონა იქნება გერმანიაში ჩავა. შესაბამისად "ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტები პირველად გერმანიის ბაზარზე გაიყიდება, თუმცა კომპანია რომელიც "ჯორჯიან პროდაქტი“-ს ნაწარმის გავრცელებას უზრუნველყოფს, გერმანიიდანვე გაანაწილებს მას მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

“პირველი შეკვეთისთვის ეს მხოლოდ ერთი პროდუქტია. ჩვენს პალიტრაში კი 20 დასახელების პროდუქტია და მათ წარმოებაში თანდათან ჩავუშვებთ. ორი პროდუქტით ვიწყებთ და 2019 წლის მეორე კვარტლისთვის სრული ასორტიმენტი გვექნება. “- ამბობს BMG-სთან დავით ბარდაველიძე.

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს დამფუძნებლის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის პროცედურები, რომლებიც ბოლო ნახევარ წელში კომპანიამ და მეორეს მხრივ ქვეყანამ გაიარა. “ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან. გასავლელი იყო არა ერთი პროცედურა, რომელიც მხოლოდ კომპანიას არ უკავშირდება. ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა მსურველმა და შესაბამისმა საწარმომ ევროკავშირისგან ნებართვა პირადად უნდა მიიღონ, თუმცა “ჯორჯიან პროდაქტი”-ს ნაწარმის გატანა ევროკავშირის ბაზარზე იქნება მწვანე შუქი ნებიმისერი მსურველისათვის ცხოველური ნაწარმი ევროპელ მომხმარებელს მიაწოდოს.”- ამბობს დავით ბარდაველიძე.