მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელი TBC-ის საქმეზე: ესაა გამოცდა სასამართლო სისტემისთვის

5c6d1a5fc626d
ელენე ჩომახიძე
20.02.19 13:13
633
“საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები, ისევე როგორც ძლიერი ფინანსური რეგულაციები. ეს ორი საკითხი საკვანძო როლს თამაშობს ბიზნეს გარემოს განვითარებაში”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში.

ასე გამოეხმაურა ლუიზა ვინტონი „თიბისის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ვინტონის თქმით, ამ საკითხის სამართლიან გადაწყვეტაში საასამართლო ხელისუფლება ძალიან მნიშვენლოვან როლს თამაშობს.

„სწორედ ამ სამი ინსტიტუტისთვის (სასამართლო, სებ-ი, TBC ბანკი) მიმდინარე პროცესები არის გამოცდა. ახლა საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და ქვეყნის სასამართლო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი“, - აღნიშნა მან.

BM.Ge-ის კითხვაზე - ხედავს თუ არა „თიბისი ბანკის” საქმეში პოლიტიკურ სარჩულს, ლუიზა ვინტონმა შემდეგი განმარტება გააკეთა:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ თემის ირგვლივ არაერთ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი ბოლო პერიოდში, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესებისკენ. ერთ მხარეს არის მარეგულირებელი, მეორე მხარეს უმსხვილესი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული - მათ შორის არსებულ საკითხს სჭირდება ძლიერი სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება; როცა აღვნიშნე, რომ სასამართლოსთვის „თიბისის“ მიმდინარე დავა გამოწვევაა-მეთქი, სწორედ ის ვიგულისხმე, რომ ეს არის გამოცდა სასამართლო სისტემისთვის”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში.

ლუიზა ვინტონის თქმით, ინვესტორები აუცილებლად დააკვირდებიან ამ მოვლენების განვითარებას და დაელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას.