მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმა მომზადდება

597256333d5f7
ელენე გოგბერაშვილი
22.07.17 10:00
924
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს. კანონმდებლობა შემდეგ მთავარ საკითხებს არეგულირებს: მოწევის შეზღუდვა, რეკლამის აკრძალვა, ელ. სიგარეტების რეგულირება, თამბაქოს შეფუთვის რეგულირება, ვაჭრობის რეგულირება, თამბაქოს ინდუსტრიასთან სახელმწიფოს ურთიერთობის რეგულირება, თამბაქოზე ინფორმაციის წარმოდგენა, ადმინისტრირების გაძლიერება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, 2018 წლის 1 მაისიდან მოწევა ყველა დახურულ შენობაში აიკრძალება. მისივე განცხადებით, არსებულ რეგულაციებს თამბაქოს აქსესუარების და მოხმარების მოწყობილობების გაყიდვის აკრძალვა-რეგულირება, ასევე, სკოლებისა და ბაღების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან 50 მეტრის რადიუსში გაყიდვისა და ინტერნეტით და ფოსტით საცალო გაყიდვის აკრძალვა ემატება.

კანონმდებლობის აღსრულების მოსამზადებელ სამუშაოებზე ხედვის მიხედვით, 2018 წლის 1 მაისამდე, ძირითადი მიმართულებები ასეთია: ნორმატიული აქტების დამტკიცება, აღმასრულებელი სტრუქტურების მომზადება, კომუნიკაცია მიზნობრივ დაწესებულებებთან, მოსახლეობაში კვლევის ჩატარება, მედია კამპანია და მონიტორინგი.