მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, შესაძლოა, ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება აიკრძალოს

5ba8eeca12c5d
თათია ჩაფიჩაძე
24.09.18 18:03
2513
საქართველოში, შესაძლოა, ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია „საქმიან დილას“ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა მიაწოდა. ჩანქსელიანის ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ, უწყება ქვეყანაში სხვადასხვა პლასტმასის ნაწარმის ამოღებაზე მუშაობის დაწყებასაც აპირებს.

„საუბარი ეხება ერთჯერადი ჭურჭლის და ასევე სხვადასხვა პლასტმასის ნაწარმის, მათ შორის პლასტმასის ბოთლების ამოღებას. ჯერ ეს თემა აქტიური განხილვის საგნად არ ქცეულა, შესაბამისად რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა ეს იყოს სრული აკრძალვა ან რაიმე სხვა ფორმა იქნას გამოყენებული. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პოლიეთილენის პარკების ამოღებაზე, გვაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულებაც და შემდგომი ნაბიჯები სწორედ ამის შემდეგ გადაიდგმება“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

ინფორმაციისთვის, 1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად 15 მიკრონზე ნაკლები, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება.

რეგულირების წესის დარღვევა პირველ ჯერზე მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და საქონლის ჩამორთმევას, მეორე ეტაპზე კი 1000 ლარიან ჯარიმას და ასევე საქონლის კონფისკაციას დაექვემდებარება.

ახალი შეზღუდვის კონტროლს პარკების წარმოების ნაწილში საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმპორტის კონტროლს კი ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს.