მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში შემოსული საწვავი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და არაფერია საგანგაშო"

5b05633e6ace1
BM.GE
23.05.18 16:43
596
რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას - ამ საკითხის განსახილველად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. თემაზე სასაუბროდ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები შეიკრიბნენ. მათ საწვავის ხარისხსა და საავტომობილო პარკის სფეროში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში იმპორტირებული საწვავის ხარისხის შესახებ და ის შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. მესხიშვილის მტკიცებით, ჰაერის დაბინძურების მთავარი პრობლემა ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტომობილებია.

"ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემაა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, რომლებისც აბინძურებენ გარემოს და სამწუხაროდ ამ დაბინძურების გარმო ჩვენ მსოფლიო რეიტინგებში გარდაცვალებათა რაოდენობის მიხედვით ვართ ერთ-ერთ ყველაზე მოწინავეთა რიგებში. პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა შექმნას მექანიზმი და სტრუქტურა ისეთი რომ წახალისდეს ახალი ავტომობილების შეძენა და არა ძველის",- აცხადებს დავით მესხიშვილი.

მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების საკითხზე საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც. უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსებია. სახელმწიფო აუდიტის მონაცემების თანახმად, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში - 40%. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.