22.აპრილი.2016 14:53
ეკონომიკა

საქართველოში საჰაერო ხომალდების ვარგისიანობის ზედამხედველობის პროცესი 20.82%-ით გაუმჯობესდა

საქართველოში საჰაერო ხომალდების ვარგისიანობის ზედამხედველობის პროცესი 20.82%-ით გაუმჯობესდა
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რის შედეგადაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60%-ს პროცენტს გადააჭარბა (წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 64.44%), რაც პირველი პრეცენდენტია ჩვენი ქვეყნისთვის.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობას და ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ბევრი იშრომეს და დღეს საქართველოს, როგორც ქვეყანას, აღარ აქვს „წითელი ალმის“ სტატუსი. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების რეგისტრაცია კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავიაკომპანიები არიან თავიდან ბოლომდე შემოწმებულნი, შემოწმებულია მათი უსაფრთხოება, მათი შემადგენლობა და ყველა ის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია უნდა მუშაობდეს“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ICAO-მ საქართველოს საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტი ჩაატარა 2007 წლის ივნისში, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მასზე დელეგირებულ ვალდებულებებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ფრენების უსაფრთხოებაზე საკმარის ზედამხედველობას. ამის შემდეგ დაიწყო ამ სფეროს მოწესრიგების პროცესი.
2013 წლის ოქტომბერში საქართველოში კვლავ ჩატარდა საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტი. აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აჩვენა ზრდა მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებებით.

მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის მიმართულებით საავიაციო ხელისუფლებას ჰქონდა 44%-იანი გაუმჯობესება, (ICAO)-ს მიერ დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა სერტიფიცირების პროცესს. აუდიტმა მიიჩნია, რომ გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატების გაცემის პროცედურები საჭიროებდა გადახედვას. ამის გამო საქართველოს დაუდგინდა „წითელი ალამი“.

ამ ხარვეზის გამოსწორების კუთხით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაატარა ყველა აუცილებელი ღონისძიება: შევიდა ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადდა მორატორიუმი, განხორციელდა სერტიფიცირებისას გაცემული სპეციალური ნებართვებისა და აღიარებების გადამოწმება, ასევე დამატებითი საინსპექციო შემოწმებები ჩაუტარდათ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ავიაკომპანიებს.

ყველა ეს ინფორმაცია ატვირთულ იქნა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, რის შემდეგ ICAO-მ 2016 წლის აპრილში საქართველოში ჩაატარა კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტი. აუდიტმა დაასკვნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ აჩვენა გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში.
• ICAO-ს საბოლოო დასკვნას სააგენტო 90 დღეში მიიღებს, წინასწარი პროცენტული მაჩვენებლები კი ასეთია:

ა)საჰაერო ხომალდების ვარგისიანობის ზედამხედველობის პროცესი გაუმჯობესდა 20.82%-ით.

ბ) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში გახდა 81.82%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8% -ია. (გაუმჯობესებამ 2013 წლის აუდიტთან შედარებით 59.09% შეადგინა)

გ) საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73%. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%-ია. (2013 წლის აუდიტთან შედარებით გაუმჯობესებამ 22.3% შეადგინა)

დ)ორგანიზაციული ნაწილი (ORG), რომელიც აუდიტმა სხვა საკითხებთან კვეთის გამო მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა, 15.34%-ით გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, საავიაციო კანონმდებლობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ასევე ადასტურებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხორცილებული სხვა საერთაშორისო აუდიტების შედეგებიც: მაგალითად, 2013 წელს ჩატარდა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების შეფასების პროგრამის (SAFA) სტანდარტიზაციის აუდიტი, რომლის დროს არ გამოვლენილა არცერთი ნაკლოვანება. ასევე 2015 წელს ICAO-ს საავიაციო უშიშროების აუდიტის შედეგად საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა, რაც თითქმის 30%-იანი გაუმჯობესებაა ICAO-ს 2008 წლის აუდიტის შედეგებთან შედარებით.

„ზოგადად, ავიაციაში საკმაოდ კარგი წელი გვაქვს: 2016 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 19%-ით არის გაზრდილი შემომფრენი მგზავრების რაოდენობა, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს. სექტემბრიდან დაემატება ახალი ფრენები უკვე ქუთაისის მიმართულებით და აქვე გეტყვით, რომ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა შიდა ფრენების და და რეგიონალური აეროდრომების განვითარების საკითხებზე. დავიწყეთ კერძო და საჯარო დიალოგი, ვხვდებით დაინტერესებულ ინვესტორებს და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე არაერთ ახალ აეროდრომზე გვექნება ძალიან კარგი ინფორმაცია“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.



16.ნოემბერი.2018 19:20
527

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
141

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
126

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
193

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
143

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
173

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად