მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლო ჩამოყალიბდება

5ba34072264bd
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.18 10:33
660
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ ICC-ის ხელმძღვანელი ფადი ასლი აცხადებს.

მისი თქმით, შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ხელისუფლებასთან 20 დეკემბერს მოეწერება ხელი. თავად სასამართლოს ამოქმედება კი სავარაუდოდ 2019 წელს მოხდება.

"მინდა დღეს პირველად დავაანონსო საჯაროდ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან, 20 დეკემებრს პარიზში, რათა დაიწყოს მუშაობა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად. ბოლო 11 წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ბედნიერები ვართ, რომ ეს როგორც იქნა მოხდა. ეს ბიძგს მისცემს ინვესტორებს, ჩამოვიდნენ საქართველოში ცენტრალურო აზიიდან თუ აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს საქართველოს რეგიონული მოთამაშის როლს მიანიჭებს. ყოველივე კი გააუმჯობესებს ქვეყნის მდგომარეობას საერთაშორისო რეიტინგებში, დადებითად იმოქმედებს რეპუტაციაზე, როგორც კარგ საინვესტიციო ადგილზე",- აცხადებს ფადი ასლი.