მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

5bca43f3e0356
თამუნა ქემერტელიძე
20.10.18 12:45
2161
საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა.

როგორც Bm.ge-ის კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა გიორგი კალატოზიშვილმა განუცხადა, რეპუტაციის მართვის პირველი კომპანიის ძირითადი საქმიანობა სასურველი იმიჯის ფორმირება, რეპუტაციის შექმნა, მისი მართვა და სტრატეგიული პიარი იქნება.

“გვყავს გუნდი, რომელიც ORM-ის (Online Reputation Management)  მიმართულებით და სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავების კუთხითაც იმუშავებს და ამ მიმართულებით კლიენტებს კრეატიულ, განსხვავებულ, გაბედულ კომუნიკაციას შესთავაზებს. გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა დაკავშირებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის GR - სამთავრობო სტრუქტურებთან. ასევე, ჩვენი პროფილი კრიზისულ მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციებსაც მოიცავს“, - აცხადებს კალატოზიშვილი. 

მისივე თქმით, კომპანია ბაზარზე „Reminder“-ის სახელით (Reminder - Reputation Minder Company) იფუნქციონირებს, როგორც „ACT“-ის შვილობილი კომპანია.

“ჩვენი კომპანიის სახელწოდება შეიქმნა 2 სიტყვისგან: Reputation (რეპუტაცია) და Minder (მცველი, მზრუნველი). რა თქმა უნდა, სახელწოდება ასევე ქმნის პირდაპირ ასოციაციას სიტყვასთან Reminder (შემხსენებელი), რომელიც კარგად გადმოსცემს ჩვენს სათქმელს, გზავნილს - ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ ჩვენს კლიენტებსა და საზოგადოებას, რომ მიზნის მისაღწევად უნდა იყო პროაქტიური”, - აცხადებს კალატოზიშვილი.