მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სოფელ მაღლაკში

BM.GE
04.06.19 09:55
740
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,086,155.00 ლარია. დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13 საათით მიეწოდება. სოფელში ათწლეულების წინ დამონტაჟებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული და მოძველებულია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურს, მოეწყობა მაგისტრალური წყალდენი და 698 ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. სოფელ მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.