მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქარის ენერგიის პოტენციალი 1500 მეგავატამდეა შეფასებული

59291f4359edc
დავით ჯალაღონია
27.05.17 11:00
3623
საქართველოში ქარის ენერგიის პოტენციალი 1500 მეგავატამდეა შეფასებული. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების შედეგად, ქარის სადგურების ასაშენებლად შემდეგი პერსპექტიული ადგილები გამოიკვეთა: ფოთი, ჭოროხი, ქუთაისი, მთა-საბუეთი I, მთა-საბუეთი II, გორი-კასპი, ქარავანი, სამგორი, რუსთავი.

რაც შეეხება ქარის ენერგიის პოტენციალს კვტ/სთ-ების შეფასებით, ეს მაჩვენებელი წლიურად საქართველოში 4 მლრდ კვტ.სთ-მდეა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სამინისტროს 18 მემორანდუმი აქვს გაფორმებული სხვადასხვა ტერიტორიებზე ქარის სადგურის ასაშენებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მიზნით.