31.მარტი.2016 09:36
საზოგადოება

საქართველოში პირველად, ხელოვნების სასახლის ექსპონატები Google-ის მუზეუმში აიტვირთება

საქართველოში პირველად, ხელოვნების სასახლის ექსპონატები Google-ის მუზეუმში აიტვირთება
გუუგლის კულტურული ინსტიტუტი (Google Cultural institute) თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას იწყებს. ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, “Google”-ს კულტურული ინსტიტუტი მსოფლიოში უდიდესი სახელოვნებო ვირტუალური გაერთიანებაა, მისი საშუალებით ხელოვნების სასახლეს საშუალება ეძლევა ქართული ეროვნული საგანძურის უნიკალური ნიმუშები სპეციალურ საიტზე განათავსოს.
 
"მუზეუმში დაცული ხელოვნების ძეგლები იმ დიდი ვირტუალური ოჯახის ნაწილი გახდება, სადაც უკვე განთავსებულია მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ვან გოგის და სხვათა ნამუშევრები.

ხელოვნების სასახლე საქართველოში პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ამ პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. მუზეუმში უკვე დაიწყო პროცესი სათანადო ვებ-გვერდზე ფოტოების ასატვირთად. პირველ ეტაპზე მზადდება პეტრე ოცხელის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩის, ლეონ ბაქსტის, ფრანსუა ლეჟეს, მიქელანჯელო მეუჩის და სხვათა ტილოები, ასევე ჩაიტვირთება გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, კინო და თეატრალური კოსტუმები, ხელნაწერები, ძვირფასი ფაიფური, არქეოლოგიური ნივთები, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები.

“Google”-ს კულტურული ინსტიტუტის მოთხოვნათა შესაბამისად ფოტოები უმაღლესი რეზოლუციით აიტვირთება და დამთვალიერებელს შედევრების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებაც კი ექნება.

ხელოვნების სასახლე კავკასიის მეოთხე მუზეუმია რომელიც ინსტიტუტის წევრი გახდა, აზერბაიჯანი ინსტიტუტში სამი მუზეუმითაა წარმოდგენილი, სომხეთი კი ჯერ-ჯერობით არცერთით", - განმარტავენ ხელოვნების სასახლეში.



22.სექტემბერი.2018 12:19
84

Ad Black Sea 2018-ის მონაწილეებს თიბისიმ კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებები გააცნო

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 20:00
78

აუდიტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნისკენ მოუწოდებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 19:30
123

"დიღმის ჭალების სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქისთვის პრიორიტეტულია"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 19:00
2699

მილიარდ ევროიანი პროექტის Tbilisi Hills Golf&Residences-ის ახალი ეტაპის განხორციელება დაიწყო

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 18:30
813

"საფინანსო კომპანია საქართველოს" მეანაბრეები პროკურატურას კონკრეტულ პირობებს უყენებენ

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:44
53

ვარკეთილის მე-3 მასივისთვის განვითარების ჩარგო გეგმა შემუშავდება

ვრცლად