26.აპრილი.2016 18:40
საზოგადოება

საქართველოში პირველად სომელიეს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ

საქართველოში პირველად სომელიეს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ
26-27 აპრილს, სასტუმრო Holliday Inn-ში, საქართველოში პირველად, სომელიეს სერტიფიცირებული გამოცდები ჩატარდება.
 
"თბილისის ღვინის სკოლის" კურსისმსმენელები 2 დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ და წარმატებულ სტუდენტებს ოფიციალურად მიენიჭებათ სომელიეს და ასისტენტ სომელიეს სტატუსი. ეს სტატუსი აღიარებულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც 2014 წლიდან საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (The Association de la Sommellerie Internationale (A.S.I.) ოფიციალური წევრია.

"სასწავლო კურსის უპირველესი ამოცანაა სომელის პროფესიის განვითარება.გვინდა, საქართველოს HoReCa სექტორში (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) მომსახურების ხარისხი ამაღლდეს და ეს სფერო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს. კურსი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გახდეს სომელიე, ვინც მუშაობს ამ სექტორში, სურს დაიწყოს საკუთარი ღვინის ბიზნესი, ან უბრალოდ უყვარს ღვინო. საინტერესოა, რომ ამჟამინდელ ჯგუფში გარდა HoReCa სექტორში დასაქმებული ადამიანებისა, არის რამდენიმე იურისტი, ჟურნალისტი და სტუდენტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს სპეციალობა მხოლოდ ღვინის სფეროსთან დაკავშირებული ადამიანებისთვის არ არის საინტერესო," - აღნიშნავს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და „თბილისის ღვინის სკოლის“ დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი.

კონკურსის წესით შერჩეული 90 მონაწილე„თბილისის ღვინის სკოლაში" 3 თვის მანძილზე ეუფლებოდა სომელიეს პროფესიას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა არაერთ თემას, - ვენახის და ღვინის ეკონომიკას, ენოლოგიას, ღვინის დეგუსტაციისა და სომელიეს ხელოვნებას, მსოფლიოსა და საქართველოს ღვინოებს და სხვ.

ღვინის სკოლის მსმენელებს სომელიეს სტატუსის მოსაპოვებლად ორდღიანი პრაქტიკული და თეორიულ გამოცდის ჩაბარება შემდეგ საკითხებში მოუწევთ: ღვინის სერვირება, დეკანტირება, ღვინის შეფასება, ღვინის დაავადებებისა და არომატების ამოცნობა, პროგრამული კითხვები და ესსე. გამოცდის ჩაბარების შემდეგ HoReCaსექტორში გაჩნდება არაერთი მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული სომელიე, რომელიც ამ დრომდე ასე ცოტაა ღვინის ქვეყნად აღიარებულ საქართველოში.



16.თებერვალი.2019 19:00
1791

სამხედრო სამსახურის მოუხდელად საჯარო სამსახურში დანიშვნისას შეზღუდვები დაწესდება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 17:21
1692

სეს–მა ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 14:00
2771

იურისტი: სავარაუდოდ, შერჩევითმა სამართალმა ახლა "თიბისი ბანკისთვის" მოიცალა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 12:43
1207

"ყაზტრანსგაზ–თბილისი": CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 12:22
967

შსს: ხვალ რუსთავში ავტომობილების განბაჟებას და რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 22:00
3188

"სადაც TBC-ის ამას უკეთებენ, წარმოიდგინეთ, რა დაუცველია ის, ვისაც „სახაჭაპურე“ აქვს"

ვრცლად