მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

59969b091d3ae
BM.GE
18.08.17 12:07
1007
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 1 231.9 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 194.6 ათასი სული იყო, რაც 10.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2017 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.