საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება 230-250 მილიონი დოლარი იქნება. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის კვლევა მიმდინარეობს.
"პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონი დოლარი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი პირველად შენდება.