24.თებერვალი.2016 14:07
ეკონომიკა

საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე, 27 ჰიდროელექტროსადგურია

საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე, 27 ჰიდროელექტროსადგურია
საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე 27 ჰიდროელექტროსადგურია. მათი სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 3,231 მილიარდი დოლარია, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 1,869 მგვტ-ი, სავარაუდო წლიური გამოშვება კი, 6,236 გვტ.სთ.
 
ენერგეტიკის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 3 ჰესის გაშვებაა დაგეგმილი, - კინტრიშა ჰესის, ქართლის ქარის ელექტროსადგურისა და სკურდიდის ჰესების ამუშავება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ნენსკრას ელექტროსადგურია, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ იქნება. პროექტი ენგურის შენაკადზე ხორციელდება, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტი 2021 წელს დასრულდება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

8 ჰესის ექპლუატაციაში შესვლა იგეგმება მომდევნო წელს. აქედან ორი, - რაჩხა ჰესი და ლუხუნი ჰესი 2 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მომდევნო წელს ექსპლუატაციაში გაეშვება, მდინარე ჭოროხზე მდებარე ჰესები, - კორნათი ჰესი და ხელვაჩაური ჰესი 1. მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება დარიალი ჰესის მშენებლობის დასრულებაც, რომელიც მდინარე თერგზე მდებარეობს, ჰესის საინვესტიციო ღირებულება 105 მილიონ დოლარს შეადგენს, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 108. მგვტ. იქნება. ჰესი ექპლუატაციაში მომდევნო წლის დასაწყისში შევა. კახეთში, მდინარე ჩელთიზე მდებარე, შილდა ჰესი 1-ის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წელს იგეგმება. მომავალ წელს დასრულდება საგურამო ჰესის და კასლეთი ჰესი 2-ის მშენებლობაც, რომელიც სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მდებარეობს.

ამ ეტაპზე ლიცენზირების ეტაპზე იმყოფება, ხუდონ ჰესიც, რომლის მშენებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიაა". ჰესი მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს, მისი დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ.სთ.

გარდა ამისა, საქართველოში კვლევის ეტაპზე იმყოფება, 26 ჰესის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე კი 66 ჰესის პროექტი. ჯამში დარგში ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 119 პროექტი ფიქსირდება. საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების რაოდენობა კი 63-ია.



26.მაისი.2018 21:15
124

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
80

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად
26.მაისი.2018 19:00
208

როგორ მიეწოდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს „ენგურჰესის“ გარეშე?

ვრცლად
26.მაისი.2018 17:40
232

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

ვრცლად
26.მაისი.2018 17:20
135

„უსახელაურის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 17:00
125

გაზსაცავის მშენებლობას KFW 150 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

ვრცლად