16.ნოემბერი.2015 13:11
ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილები 27 პროცენტით შემცირდა

საქართველოში ფულადი გზავნილები 27 პროცენტით შემცირდა
ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27.4 პროცენტით (34.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 36 მილიონი დოლარი შეადგინა, რუსეთის წილი საქართველოს ფულად გზავნილებში 40 პროცენტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.

9,6 მილიონი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, იტალიის წილი მთლიან მოცულობაში 10,7 პროცენტია.

წინა თვეებთან შედარებით, ფულადი გზავნილები გაიზარდა საბერძნეთიდა და მან 7,9 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა აღნიშნული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. საბერძნეთის წილი საქართველოს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, 8,8 პროცენტია.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.1 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.0 მლნ აშშ დოლარისა (29.9 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.
 



10.დეკემბერი.2018 16:37
121

ტესტი ინფლაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკისგან

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 16:11
64

“მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება”

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 16:09
37

TI: “ქართული ოცნება” რეკლამას ძირითადად “იმედზე” ანთავსებდა, “ნაციონალური მოძრაობა” - “რუსთავი 2”-ზე

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 16:05
43

რუსთავში პირველი ანდერგრაუნდი „METALURGIA“ იხსნება

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 15:47
249

ბახტაძე FDI შემცირების მიზეზებზე - საქმე გვაქვს ძალიან მარტივ იურიდიულ მომენტთან

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 15:25
71

„მიკროგრანტების პროგრამის გამარჯვებულებს შორის 45% ქალი მეწარმეა“

ვრცლად