მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფრენას აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს

5953558c1a3a0
BM.GE
28.06.17 11:10
1536
საქართველოში ფრენას აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი კომპანია Buta Airways იწყებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრენის მინიმალური ფასი ყველა მიმართულებით 29 ევრო იქნება.

ახალი ავიაკომპანია იფრენს მოსკოვის, კიევის, თბილისის, ანტალიის, კაზანისა და თეირანის მიმართულებით. ზამთრის სეზონიდან კი ფრენები სტამბოლისა და სანკ-პეტერბურგის მიმართულებით დაემატება.

ბაქო-თბილისის პირველი რეისი მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს შესრულდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, Buta Airways აზერბაიჯანის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დაარსდა. ავიაკომპანიის თვითმფრინავები Embraer-ის წარმოებისაა.