26.აპრილი.2016 19:07
ეკონომიკა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2016 წლის მარტში წლიურად 1.0%-ით, 2016 წლის პირველ კვარტალში კი 1.8%-ით არის გაზრდილი. მოხმარების ზრდის ტემპის შემცირება ერთის მხრივ 2015 წელს ზრდის მაღალი მაჩვენებლით და მეორეს მხრივ, შედარებით თბილი მარტით აიხსნება. გალტ&თაგარტი-ის ინფორმაციით, გამანაწილებელი ლიცენზიანტების მოხმარება მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით არის გაზრდილი, როდესაც 2015 წელს იგივე მავენებელი 8.2% იყო. თელასის (თბილისის) მოხმარება 5.8%-ით არის გაზრდილი, როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი 12.9% იყო.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა წინა წელთან შედარებით შემცირებული იყო რეგიონებშიც. ეს მაჩვენებელი 2015 წელს 5.1% იყო, 2016 წლის მარტში კი 1.2%-მდე შემცირდა. პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შემცირებულია 6.7%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარება უკვე 7.0%-ით იყო შემცირებული. თუმცა, აღსანიშნავია რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შემცირების ტემპმა იკლო და წლიური -4.7% შეადგინა.

2016 წლის მარტში აფხაზეთის რეგიონის მოხმარება თითქმის არ გაზრდილა (+0.8% წ/წ) და სრულად დააკმაყოფილა ენგურის და ვარდნილის მიერ წარმოებულმა ელექტროენერგიამ. აფხაზეთის რეგიონის მოხმარების ზრდა 2016 წლის იანვარსა და თებერვალში 7.7% და 7.3% იყო. აღსანიშნავია, რომ „ენგურის“ და „ვარდნილის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 100% აფხაზეთის რეგიონს მოხმარდა.

2016 წლის მარტში ელექტროენერგიის ექსპორტი არ განხორციელებულა.



21.იანვარი.2019 02:19
83

კალაძე “ყაზტრანსგაზის” ახალ მესაკუთრეებთან კავშირს უარყოფს

ვრცლად
21.იანვარი.2019 01:14
198

კალაძის თქმით, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობების შესახებ ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
20.იანვარი.2019 18:43
849

კანონპროექტით, მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებისა და ჰიბრიდებისთვის აქციზი იზრდება

ვრცლად
19.იანვარი.2019 19:40
1498

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

ვრცლად
19.იანვარი.2019 15:09
376

ქობულია: Gazprom-თან კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ

ვრცლად
19.იანვარი.2019 14:56
253

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

ვრცლად