მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტოსატრანსპორტო ნაწილების წარმოების შესახებ კვლევა ჩატარდება

5b55f9356a15b
ანუკა ჯოხაძე
23.07.18 19:45
910
საქართველოში ავტოსატრანსპორტო ნაწილების წარმოების შესახებ კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. მისი თქმით, კვლევის ჩატარების შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტი და იმ პოტენციალის გაცნობა იგეგმება, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს. როგორც ხიდურელი აცხადებს, კვლევის ჩატარებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მიმდინარე წელს კიდევ ოთხი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

“ასევე წელს გვექნება ავტოსატრანსპორტო ნაწილების თემა და ამასთან ერთად ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს ქვეყნები, რომლებსაც ვგეგმავთ გავაცნოთ საქართველოს ამ სექტორის პოტენციალი. კომპანია, რომელიც კვლევას ჩაატარებს ტენდერით შეირჩევა. მაქსიმალურად ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული პროცესში. ტენდერი გამოცხადებული არის და დაწყებულია კვლევის თემა ავტოსატრანსპორტო ინდუსტრიაზე და ჩვენ წლის განმავლობაში კიდევ ოთხი კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.