მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავოკადოს მოხმარება იზრდება

5b4dfe1d83469
თამუნა დემეტრაშვილი
17.07.18 18:31
1855
საქართველოში ავოკადოს მოხმარემა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებული ავოკადოს მოცულობა ბოლო 3 წელიწადში, ორჯერ და მეტად გაიზარდა. თუკი 2014 წელს ქვეყანაში 108 ათასი დოლარის ხილი შემოვიდა, 2017-ის მონაცემებით, 328 ათას დოლარამდეა გაზრდილი. მოცულობის მიხედვით კი, ავოკადოს იმპორტი 41 ტონიდან (2014 წელს), 104 ტონამდეა გაზრდილი. რაც შეეხება სხვა ტროპიკულ ხილს, 2017 წელს ქვეყანაში 18,5 მილიონი დოლარის ბანანი, 1,5 მილიონი დოლარის ანანასი, ნახევარი მილიონი დოლარის ფინიკი და 3 ათასი დოლარის პაპაია შემოვიდა. ჯამში 2017 წელს ქვეყანაში 21 მილიონი დოლარის ღირებულების ტროპიკული ხილის იმპორტი განხორციელდა.