23.თებერვალი.2016 19:36
საზოგადოება

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ
საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ. როგორც "ბიზნესკონტაქტს" მეწარმეობის სააგენტდან აცნობეს, სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში პირველი განაცხადი ამერიკულმა კომპანიამ Noirtainment უკვე დაარეგისტრირა. სერიალის პროდუსერი გელა ენდრიუ სული იქნება.

"სერიალის სიუჟეტი ასეთია: ამერიკელი ჟურნალისტი გაიგებს, რომ წარმოშობით ქართველია და სწორედ წარმომავლობის გასარკვევად ჩამოდის საქართველოში, სადაც უკვე ძირითადი სცენარი ვითარდება", - განმარტავენ სააგენტოში.

სერიალის გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნული პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მსურველი, ანუ მეწარმეობის სააგენტოში განცხადების ავტორი საქართველოში რეგისტრირებული ფირმა უნდა იყოს. ამიტომ ქართული შპს „ალიონი“ შეიქმნა, რომლმაც ამერიკული Noirtainment-ის მოთხოვნით სააგენტოში განაცხადი შეიტანა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ე.წ. Cash Rebate მექანიზმის გაცნობისა და ზოგადად, კომპონენტის პოპულარიზაციის კუთხით, აქცენტი კეთდება სამიზნე კინობაზრებზე ამერიკისა და ინდოეთის მასშტაბით, სადაც Road Show-ების გამართვის გზით პროგრამის უშუალოდ წარდგენა მოხდება. პრეზენტაციები უახლოეს მომავალში ინდოეთში, კანსა და ლოს-ანჯელესში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის მიხედვით, კომპანიებსა და პროდუსერებს საქართველოში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე აუნაზღაურება.
ავტორი: დავით ჯალაღონია



23.თებერვალი.2019 23:00
87

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1085

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 16:00
782

დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე ნახევარი მილიონი დასაქმებულია ჩართული

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:32
762

ხვალ, გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 15:12
793

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 14:58
412

ეკონომიკის სამინისტრო: 2019-2021 წლებში აბონენტების 90%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

ვრცლად