მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2017 წელს 9 000 ტონაზე მეტი ყავა მოიხმარეს

5b4cac5bd1b3a
თამუნა დემეტრაშვილი
16.07.18 19:20
726
საქართველოში 2017 წლის განმავლობაში 9,5 ტონა ყავა შემოვიდა, საიდანაც 3 ათას ტონაზე მეტი ხსნადი, 6 ათასამდე კი მარცვალი ყავა იყო.

ჯამში წლის განმავლობაში ქვეყანაში 17,2 მილიონი დოლარის ღირებულების ხსნადი ყავა შემოვიდა და 17,1 მილიონი დოლარის მარცვალი. ჯამში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 მილიონი დოლარით მეტია. რაც შეეხება ჩაის, 2017 წელს 6,6 მილიონი დოლარის შავი ჩაის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტის სახით კი ქვეყნიდან 1 მილიონი დოლარის ანალოგიური პროდუქტი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩაის ექსპორტში შავს, მწვანე ჩაი აჭარბებს, რამაც 2017 წელს 1,3 მილიონი დოლარი შეადგინა, თითქმის ნახევარი მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე 2016-ში.