06.აპრილი.2016 20:30
ეკონომიკა

საქართველოსა და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულება ძველი პირობებით დარჩა

საქართველოსა და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულება ძველი პირობებით დარჩა
საქართველომ გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი შეათანხმა. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ქართული მხარის მოთხოვნები ხელშეკრულების ტექსტში გათვალისწინებულია.

"წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან ისევ 10%-ს მივიღებთ, ნატურით. ყველაფერი შეთანხმებულია, მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა“, - განაცხადა ვალიშვილმა.

ამასთან, როგორც ვალიშვილმა განმარტა, ხელშეკრულება ტრანზიტის პირობებში დადგენილი კვოტის გარდა, ქართული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის ახალ ფასს ითავლისწინებს.

"ეს ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე აქამდე იყო. დაახლოებით იმდენი პროცენტით არის შემცირებული, რამდენითაც სოკარმა შეგვიმცირა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ავტორი: დავით ჯალაღონია



17.ოქტომბერი.2018 19:00
51

ქუთაისში წარმოებული მინა-პლასტმასის არმატურა ევროპაში იყიდება

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 18:08
75

ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობთა წარმოება იწყება

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 17:12
149

„მეთოდოლოგია, რომლითაც საარსებო მინიმუმს ითვლიან, 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა“

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:08
122

„პროცედურების დარღვევით, ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის“

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 15:46
69

"ქვეყანაში არ არსებობს ვალის ერთიანი, სრულყოფილი ბაზა"

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 15:10
178

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების შესახებ შენიშვნებს პასუხობს

ვრცლად