17.თებერვალი.2016 13:21
ბიზნესი

საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
მიმდინარე წლის 16 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება ორ ირანულ ავიაკომპანიას მიანიჭა. ავიაკომპანიები „ATA Airlines“ და „QESHM Air“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თეირანი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 2-2 სიხშირით განახორციელებენ.
 
"ATA Airlines" საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას 2011 წლიდან ახორციელებს. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების განახლებას 26 თებერვლიდან გეგმავს. რაც შეეხება მეორე ირანულ ავიაკომპანია "QESHM Air"-ს, იგი ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი მოთამაშეა და პირველი რეგულარული ფრენის შესრულებას 2016 წლის 15 მარტს გეგმავს. ფრენები თანამედროვე A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

 



23.ივნისი.2018 18:44
466

ტურისტები საქართველოში მოსანახულებელ ლოკაციებს ვირტუალურად შეარჩევენ

ვრცლად
23.ივნისი.2018 17:00
138

ბარგის შემნახავი კომპანია Luggage Storage Tbilisi დაიხურა

ვრცლად
23.ივნისი.2018 14:00
156

მენაშენეთა ასოციაცია: ლისის ტბის ტერიტორიის საკითხები გაურკვეველია

ვრცლად
23.ივნისი.2018 11:07
810

მთავრობა "თაფლის საბჭოს" ქმნის

ვრცლად
23.ივნისი.2018 11:00
194

როგორი იქნება განახლებული „ოლიმპიური ვარსკვლავი“ - ფოტო

ვრცლად
20.ივნისი.2018 18:25
101

"ოლიმპიური ვარსკვლავი": ინვესტორებს სჭირდებათ წახალისება

ვრცლად