მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

56697eeb5ae43
BM.GE
10.12.15 17:28
1311
საქართველო ჩინეთთან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელსაც დაევალება გამოავლინოს ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც არსებობს საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ძინ ტაომ პეკინში გამართული შეხვედრის დროს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ. კერძოდ, სტრატეგიის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის თაობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. მათთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.