მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია

5979c0fa045a9
BM.GE
27.07.17 14:21
938
ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია. მოუხედავად ამისა, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თითქმის მესამედი (27% საშუალოდ, 36% თბილისში) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა. ხოლო ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში ირღვევა ეროვნული/ეთნიკური (57%) და რელიგიური (57%) უმცირესობების უფლებები.

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ.

კვლევა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.

პირველი ოთხი სექტორი, რომლებიც მოსახლეობამ გამოყო პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გასაჯაროების საფრთხის თვალსაზრისით შემდეგია: ძალოვანი სტრუქტურები - 42%, საფინანსო-საბანკო სექტორი 17%, ინტერნეტ სივრცე 12%; სატელეკომუნიკაციო კომპანიები - 10%.

საქართველოს მოსახლეობის 65%-ს სურს, რომ სახელმწიფომ არ დაუშვას მათ შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვება, შენახვა და გასაჯაროვება.

პირდაპირი კითხვის დასმისას გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა სასამართლოებში რესპოდენტების 38% დადებით პასუხს იძლევა, მაშინ როდესაც მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა.

გამოკითხული პირების 18% სულად ენდობა სასამართლოს, 45% ამბობს, რომ ისინი „უფრო ენდობიან, ვიდრე არ ენდობიან“.

გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ პროკურატურა სასამართლოზე ზეწოლას ახდენს.