19.აპრილი.2016 12:10
ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, ირლანდია, რუსეთი და ჩინეთია

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, ირლანდია, რუსეთი და ჩინეთია
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1260 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (342 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (210 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (185 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (169 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).



12.დეკემბერი.2018 16:35
15

ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის ბიუჯეტი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:15
42

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:53
92

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:45
84

"ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია სადაზღვევოების წუხილი საბანკო სექტორთან დაკავშირებით"

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:39
53

67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:34
48

"ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები"

ვრცლად