10.მარტი.2016 11:35
ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1351 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
 
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია. 2015 წელს აზერბაიჯანიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 542 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე თითქმის 200 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო. საანგარიშო პერიოდში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში, 198 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამეულშია ნიდერლანდებიც, საიდანაც 111 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ხუთეულშია ლუქსემბურგიც და თურქეთიც. ასევე ათეულში შედიან, თურქეთ, რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 63 პროცენტი შეადგინა. აზერბაიჯანის წილი მთლიან ინვესტიციებში 40 პროცენტია, გაერთიანებული სამეფოსი 15%, ხოლო ნიდერლანდების 8%.

რაც შეეხება ინვესტიციების გადანაწილებას სექტორების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2015 წელს 68 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 594 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 191 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა 129 მლნ. აშშ დოლარით.



20.ნოემბერი.2018 17:22
239

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
419

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
930

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
94

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
123

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
79

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად