11.იანვარი.2019 18:29
ეკონომიკა

„საქართველოს ტრანსფორმაცია“ – საქართველოს ფინანსთა ექს-მინისტრმა წიგნი გამოსცა

„საქართველოს ტრანსფორმაცია“ – საქართველოს ფინანსთა ექს-მინისტრმა წიგნი გამოსცა
„ავტორი აქცენტს აკეთებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ინვესტორთა ჩართულობის სამ მთავარ სვეტზე: ქვეყნის ჯანსაღი ბუღალტრული ბალანსი, ჯანსაღი ბიზნესგარემო და საბანკო სექტორის ეფექტიანობა“ – ეს არის ამონარიდი იმ წიგნის მოკლე ანოტაციიდან, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დაწერა.

The Transformation of Georgia from 2004 to 2012: State building, Reforms, Growth and Investments [საქართველოს ტრანსფორმაცია 2004–დან 2012 წლამდე: სახელმწიფოს მშენებლობა, რეფორმები, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები] – ასე დაასათაურა საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმისტრი გვინდაძემ წიგნი, რომელიც Amazon-ზე იყიდება.

თანდართულ მოკლე ანოტაციაში დამატებით ვკითხულობთ: „წიგნი აანალიზებს საბჭოთა კავშირისა და მისი დაშლის შემდგომ პერიოდს და მიმდინარე მოვლენების გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. წიგნში აღწერილია 2004–2012 წლებში საქართველოში გატარებული ინოვაციური რეფორმები, როგორც უფრო ფართოდ სახელმწიფოს მშენებლობისა და მოდერნიზაციის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი. წიგნი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველოს მიერ მიღებული გაკვეთილები გაიზიარონ მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა; საქართველოს რეფორმატორული შედეგებით დაინტერესდნენ საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროს მკვლევარები და პროფესიონალები“.

წიგნი ხელმისაწვდომია როგორც მაგარი ყდით, ისე Kindle-ის ვერსიებისთვისაც. პირველ შემთხვევაში, ის დაახლოებით - 12 ფუნტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, დაახლოებით, 40 ფუნტი ღირს.

დიმიტრი გვინდაძე დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლობის ხელმძღვანელია სომხეთში. მანამდე ის იგივე თანამდებობას იკავებდა მოლდოვაში. 2016 წლამდე გვინდაძეს EBRD-ში წამყვანი რეგიონული ეკონომისტის პოზიცია ეკავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში და პასუხისმგებელი იყო ეკონომიკურ ანალიზზე, რისკების მენეჯმენტსა და რეფორმების მხარდაჭერაზე რეგიონის ქვეყნებში. 2014 წელს EBRD-ში მუშაობის დაწყებამდე კი, ის ჯერ - საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და 2011-2012 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.
დიმიტრი გვინდაძის წიგნი ბრიტანულმა გამომცემლობა Palgrave-მა გამოსცა.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი



20.მარტი.2019 00:15
561

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 23:10
671

ევროკომისარი - აუცილებელია რეფორმების მიმართ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა არსებობდეს

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
796

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად
19.მარტი.2019 22:23
702

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ვრცლად
19.მარტი.2019 21:15
783

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

ვრცლად
19.მარტი.2019 20:30
403

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად