20.იანვარი.2016 15:00
ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1517 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (789 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (783 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე აზერბაიჯანი ჩაანაცვლა.
 
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედიან ჩინეთი და უკრაინაც. მეექვსე პოზიციაზე გერმანიაა, მეშვიდეზე კი ბულგარეთი. ათეულში მოხვდნენ ამერიკა, სომხეთი და ბულგარეთიც.

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა



28.მაისი.2018 12:48
57

თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ვრცლად
28.მაისი.2018 12:34
58

G&T 2018 წელს ეკონომიკის 5.4%-ით ზრდას პროგნოზირებს

ვრცლად
28.მაისი.2018 12:10
60

ავტობუსების შესყიდვაზე 45 მილიონიანი ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა

ვრცლად
28.მაისი.2018 12:00
53

"ენგურჰესის მუშაობა ორ დღეში სრულად აღდგება"

ვრცლად
28.მაისი.2018 11:20
192

სებ-ის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის "ინ სი" 8,7 მილიონს უტენდეროდ მიიღებს

ვრცლად
28.მაისი.2018 11:02
18

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად