მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დაინერგა

59e5be12da36b
BM.GE
17.10.17 12:23
1045
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“, რეგიონში პირველმა, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დანერგა.

თავისუფალი მარშრუტების კონცეფცია გულისხმობს ფრენებს შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს სააერნაოსნო კრებულში (AIP).

თავისუფალი მარშრუტების დანერგვა საქართველოსა და მთლიანად ევროპის რეგიონში:

• გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და შეამცირებს შეფერხებული ფრენების რაოდენობას;
• დაზოგავს სანავიგაციო მომსახურების საზღაურებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის;
• საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს შეარჩიონ უმოკლესი მარშრუტი და დაზოგონ საწვავი;
• 10%-ით შეამცირებს საჰაერო მიმოსვლის შედეგად გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას გარემოზე;
• აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად.