მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c6a54675b875
ლევან თაღიაშვილი
18.02.19 11:11
991
საქარველოს საფონდო ბირჟაზე სულ 2 მსხვილი გარიგება შედგა და ორივე მათგანი m2-ის ფასიან ქაღალდებს უკავშირდება.

ე.წ „ფიქსინგის“ დროს გასხვისდა სს "m2 უძრავი ქონების" 1000 და შპს "მ2 კომერციული ქონებები"-ს 2000 ობლიგაცია. თითოეული მათგანის ფასი, დაახლოებით, იდენტური ღირებულების იყო და 1000 დოლარს მცირედით აღემატებოდა. გარიგების ჯამურმა ღირებულებამ ორივე მათგანზე ერთად 3 მილიონ 50 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას, სადაც 4 ქართული კომპანიაა განთავსებული, თიბისი ბანკმა Galt and Taggart-ის მონაცემებით, 150,000-ზე მეტ აქციაზე დადო გარიგება და ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიონ ფუნტს მცირედით გადააჭარბა, "საქართველოს ბანკის" 207,000-ზე მეტ ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება ღირებულებით, 3 მილიონ 402 ათასი ფუნტი. Georgia Capital-ის 140,000-ზე მეტი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 1 მილიონ 580 ათას ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კი 147 000 აქცია გაიყიდა.

"თიბისი ბანკის" აქციები ბოლო 1 კვირის განმავლობაში 6.5%-ით შემცირდა და თითო ფასიანი ქაღალდის ღირებულებამ 14-დან 13 ფუნტ-სტერლინგამდე დაიწია. თუმცა, სანამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, მისი აქციების ფასი შემცირებული იყო 3%-ით, 2 კვირის წინ კი, კლების დონე 2% იყო. რაც შეეხება "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაციას, 1 კვირის განმავლობაში კომპანიის ღირებულება 50 მილიონი ფუნტ-სტერლინგით შემცირდა.

საქართველოს ბანკის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი, 45 მილიონი ფუნტ სტერლინგით მოიმატა.

Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 424 მილიონი ფუნტია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი, 309 მილიონი ღირს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, მისი ინდექსი, GSX, ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და 140 ერთეულისგან შედგება. ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 31 იანვრის მონაცემებით 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა ორი თვის ვადაში "თიბისი ბანკის" მმართველთა საბჭოდან ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გადაყენება მოითხოვა