მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c4722387927e
ლევან თაღიაშვილი
22.01.19 22:34
635
7 იანვრის შემდეგ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რამდენიმე გარიგება განხორციელდა. სავაჭრო სესიების დროს სს "ლიბერთი ბანკის" 37,870 აქცია გასხვისდა, თითოეული მათგანის საშუალო შეწონილი ფასი 3.5 თეთრი იყო, შესაბამისად გარიგების ჯამური ღირებულება 1354 ლარი იყო.

რაც შეეხება ე.წ "ფისქსინგს" , უცხოურ ვალუტაში შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 158 ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ $162 115 შეადგინა.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი რამდენიმე ერთეულით, 138 პუნქტამდე შემცირდა.

საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 1 მილიარდ 963 ლარს შეადგენს. ახალი მონაცემები თებერვლის თვის დასაწყისში გახდება ცნობილი.