მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5bf24b6a3deb0
ლევან თაღიაშვილი
19.11.18 10:25
596

სავაჭრო სესიების დროს კვლავ გააქტიურდა სს „ლიბერთ ბანკის“ აქციებზე ვაჭრობა, რომლის 35 000 აქცია გასხვისდა ღირებულებით 1400 ლარი. ერთი აქციის ფასი 4 თეთრი იყო.

რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, ანუ ე.წ ფიქსინგს, დაფიქსირდა შედარებით მსხვილი გარიგება დოლარში. შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 300 აქცია გასხვისდა, თითოეულის ფასი 1022 დოლარი იყო, შესაბამისად გარიგების ღირებულებამ 306 612 დოლარი შეადგინა.

სამმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მართავენ აქციონერთა კრებას, სადაც განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები, ეს კომპანიებია: სს "ბამბის ნართი" , სს „სარაჯიშვილი“ და სს "ნინო".

რაც შეეხება ბირჟის ინდექსს, GSX-ს, ის კვლავ 140 პუნქტს შეადგენს, რაიმე სერიოზული ცვლილება მას ბოლო პერიოდში არ განუცდია.

საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი კვლავინდებურად 1 მილიარდ 794 მილიარდი ლარია.