მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5be90fa9cc8d6
ლევან თაღიაშვილი
12.11.18 09:27
833
სავაჭრო სესიების დროს გარიგება დაფიქსირდა ორივე ვალუტაში. ლარში გასხვისდა საქართველოს ბანკის 32 აქცია და ჯამურმა ღირებულებამ 1600 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, “m2 უძრავი ქონების” 19 აქცია გაიყიდა, თითო 1023 დოლარად და შესაბამისად გარიგების ფასი 19451 დოლარი დაფიქსირდა.
ე.წ ფიქსინგის დროს სს „ოქსინოს“ აქციები გასხვისდა, მისი 1 აქციის ღირებულება 2 ლარი იყო, შესაბამისად 500 აქციის გასხვისების შემდეგ ჯამურმა თანხამ 1000 ლარი შეადგინა.
დოლარში შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიის” 4 აქცია გასხვისდა 4117 დოლარად.
ბირჟის ინდექსი GSX თითქმის არ შეცვლილა და ის ამჟამად 142 პუნქტია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი ბოლო მონაცემებით 1 მილიარდ 793 მილიონი ლარია.