მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5b4c4434cf50c
ლევან თაღიაშვილი
16.07.18 10:50
710
გასულ კვირას საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დროს, "ლიბერთი" და "საქართველოს ბანკმა" ერთად 28,000-ზე მეტი აქცია გაყიდა, მათი ჯამური ღირებულება კი 1871 ლარს შეადგენდა.

არასაბირჟო გარიგებებში მონაწილე ერთადერთი კომპანია სს “ანძა-94“ იყო, რომელმაც პირველი ფასიანი ქაღალდები 2000 წელს გამოუშვა. კომპანიამ სულ 293,000-ზე მეტი აქცია გაყიდა და 976,880 ლარი მოიზიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე ხანია კვირაში თითო შედარებით მსხვილი გარიგება იდება საფონდო ბირჟაზე.

სს ,,ნიკორას’’ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალში ცვლილება განხორციელდა და ის 3 250 000 დოლარით შემცირდა, “ნიკორამ” 65 ცალი სახაზინო პრივილეგირებული აქცია გამოისყიდა და გააუქმა.

გარდა ამისა, სს სამკერვალო კომპანია „იმერი“ 27 ივლისს ჩაატარებს აქციონერთა საერთო კრებას, სადაც მოხდება აქტუალური თემების განხილვა, სხვადასხვა ანგარიშის დამტკიცება და ა.შ

ბირჟის ინდექსს (GSX) შუა კვირაში მცირე ვარდნა ჰქონდა, თუმცა მან მალევე მოახერხა პოზიციების დაბრუნება და ამჟამად ის 171 პუნქტს შეადგენს.

ბირჟის კაპიტალიზაციის მონაცემი ჯერ-ჯერობით არ განახლებულა და ის 2 მილიარდ 440 მილიონი ლარი რჩება.