მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5b273f736a068
ლევან თაღიაშილი
18.06.18 09:05
917

წინა კვირას ტრადიცია არ დარღვეულა და სავაჭრო სესიების დროს კვლავ საბანკო სექტორი აქტიურობდა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც გარიგება დადო სს ,,ლიბერთი ბანკი’’ იყო, რომელმაც 146,000-ზე მეტი აქცია გაყიდა, თუმცა მისი ღირებულება მხოლოდ 5 000 ლარი იყო.

რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, აქ სს ,,ტრაქტებმა’’ იაქტიურა, ორი გარიგება დადო და 8074 აქცია გაყიდა, თუმცა ღირებულება მხოლოდ 1614 ლარი იყო.

საფონდო ბირჟაზე სხვა გარიგება არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში არ დადებულა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს სს ,,ჰერითიჯ სექურითიმ’’ დირექტორობიდან გაათავისუფლა ვლადიმერ გურგენიძე და თეიმურაზ ირემაშვილი და ახალ დირექტორად თენგიზ ლაშხი დანიშნა, რომელიც აქამდე საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია არ შეცვლილა და კვლავ 2.47 მილიარდ ლარს შეადგენს, ბირჟის ინდექსი კი კვლავ შემცირდა და ამჟამად, GSX-ის მაჩვენებელი 149 პუნქტია.