მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია გაიზარდა

5ac0b56acd23a
ლევან თაღიაშვილი
02.04.18 09:00
1598

საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.8 მილიარდიდან 3 მილიარდ 26 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, არ გაზრდილა გარიგებების რაოდენობა, რადგან 1 კვირის განმავლობაში სულ 2 მათგანი განხორციელდა და ორივე სს ,,ლიბერთი ბანკს’’ ეკუთვნის, მოცულობით 20,801 აქცია. აღსანიშნავია, რომ თითოეული აქცია 1-ის ნაცვლად 3.6 თეთრი ღირდა.

წინა კვირის მსგავსად დოლარში არცერთი გარიგება არ განხორციელებულა.

 ეროვნულ ვალუტაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ განახორციელა გარიგება, ეს გახლავთ სს "საქსაშენმეცნიერება", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ნანა მუმლაძე, გენერალური დირექტორი კი დიმიტრი ტყეშელაშვილი.

არასაბირჟო დოლარში განხორციელებულ გარიგებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას სს ,,m2 უძრავი ქონება’’ , რომელმაც 218 აქცია გაყიდა, ჯამური ღირებულებით 226,003 დოლარი.

რაც შეეხება საფონდო ბირჟის სხვა სიახლეებს, 27 მარტიდან „გალტ ენდ თაგარტის" მეშვეობით „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა ბირჟაზე და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მოხდა A კატეგორიის ლისტინგში. ამიტომ, დღეიდან 3-ის ნაცვლად 4 A კატეგორიის ემიტენტი იქნება ბირჟაზე წარმოდგენილი, ესენია : ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სს "სილქნეტი", სს "საქართველოს ბანკი" და ახლა უკვე ,,შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი’’.

საფონდო ბირჟის ინდექსი (GSX) კი ამჟამად 233 პუნქტს შეადგენს.