მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 1 აქციაზე შემოსავალმა 0.068 ლარი შეადგინა

5b06e50bc1fe1
ლევან თაღიაშვილი
24.05.18 20:00
1482

სს "საქართველოს საფონდო ბირჟის" 2017 წლის 31 დეკემბრის RSM Georgia-ს დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც მოცემულია საფონდო ბირჟის დეტალური ფინანსური ანალიზი.

დასკვნის მიხედვით, 2017 წელს საკომისიო და საწევრო შემოსავლებმა 298,944 ლარი შეადგინა. ხელფასებისა და პრემიის ხარჯები კი 442,898 ლარია. შემოსავალმა 1 აქციაზე კი 0.068 ლარი შეადგინა. 

დოკუმენტის მიხდევით, წლის მოგება/(ზარალი) - 334,858 იყო. 

სულ კაპიტალმა და ვალდებულებებმა 3,527,721 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა 18 წლის წინ USAID-ის დახმარებით შეიქმნა. მისი ოფიციალური ვებ-გვერდია www.gse.ge, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა ოპერაცია.