მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივებმა 34.9 მლრდ ლარი შეადგინა

5b0823902a767
BM.GE
25.05.18 18:49
713
2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 627.2 მილიონი ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.8 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი მაისისათვის 34.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.