მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა: გაუმართლებელია ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის სუბსიდირება

5953921b664f3
BM.GE
28.06.17 14:55
1589
საქართველოს რკინიგზა 1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. საქართველოს რკინიგზაში მეორე კლასის ბილეთების ფასის მატებას სიცრუეს უწოდებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მეორე კლასის შემთხვავში, ისევე, როგორც წინა სეზონზე ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი.

„საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლებელია სუბსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას. მატარებლში არის 400 ადგილი, აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას“, - განმარტავენ რკინიგზაში.