მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

5c4302c8b0e42
თამუნა ქემერტელიძე
19.01.19 14:56
1172
როგორ აპირებს მთავრობა რეგიონში საქართველოს, როგორც არბიტრაჟის ცენტრად ჩამოყალიბებას - 2019 წლის კონკრეტული გეგმების შესახებ ინფორმაცია bmg -ს იუსტიციის სამინისტრომ მოაწოდა. შეგახსენებთ: გასულ წელს მთავრობამ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის შექმნა დაანონსა, რის შემდეგაც 2018 წლის 20 დეკემბერს, იუსტიციიის სამინისტრომ საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვით, მხარეები დავების გადაწყვეტის ბაზარს შეისწავლიან რეგიონში და სსაქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ჰაბის განვითარებას შეუწყობენ ხელს. 

როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიება იგეგმება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონაც მოიცავს. 

“აღნიშნული ღონისძიებები როგორც აკადემიური ხასიათის (ტრეინინგი, სამუშაო შეხვედრები), ისე ცნობიერების ამაღლების შესახებ ღონისძიებებს მოიცავს (კონფერენციები, მიღებები, პუბლიკაციები, ა.შ.). ღონისძიებები დაიგეგმება პრაქტიკოსი იურისტების, არბიტრაჟის სფეროში საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებისათვის, მოსამართლეებისა და სტუდენტებისათვის”-აცხადებენ სამინისტროში .

მათივე თქმით, ხელმოწერის შემდგომ, 2018 წლის 21 დეკემბერს იუსტიციის სამინსიტროს და ICC-ს წარმომადგენლებს შორის უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა სხვადასხვა იდეები განიხილეს 2019 წელს დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ რა ფორმით არის შესაძლებელი ICC წარმოდგენილი იყოს საქართველოში. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ორმხრივ ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას სამომავლო გეგმებზე, როგორც მემორანდუმის პირობების შესრულების ისე ზოგადად თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით”-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

თბილისი პარიზის შემდეგ უნდა ვაქციოთ მეორე არბიტრაჟის ცენტრად ევროპაში და პირველ არბიტრაჟის ცენტრად რეგიონში-ასე უპასუხა. 

შეგახსენებთ, განცხადება საერთაშორისო არბიტრაჟთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტმა მამაუკა ბახტაძემაც გააკეთა. მისი თქმით, თბილისი პარიზის შემდეგ უნდა მეორე არბიტრაჟის ცენტრად უნდა იქცეს ევროპაში,ხოლო პირველ არბიტრაჟის ცენტრად რეგიონში.