მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერმინისტრი: მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება

58fb0312a57ed
BM.GE
22.04.17 11:05
978
საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ესჰაყ ჯაჰანგირმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. "ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება. მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე; ასევე - განათლების, ინოვაციებისა და მაღალიტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე",- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.