11.ივლისი.2018 19:40
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის 67% ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას

საქართველოს მოსახლეობის 67% ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას
„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს'' კვლევის მიხედვით, რომელიც ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობის 67% ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას. ასევე 83% თვლის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები კარგია, 49%-ს დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროგაერთიანების შესახებ, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) გაცილებით ნაკლებია.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

• ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
• ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
• ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
• ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
• ინფორმაციის წყაროები
• ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

 


ავტორი: ლევან თაღიაშვილი



20.ნოემბერი.2018 22:10
943

"14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია"

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 19:00
95

13 წლის გოგონას გამოგონება უსინათლოებისთვის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
107

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:19
59

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:19
53

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:02
53

"ვენდის" ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

ვრცლად