მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

5bec7ae86cd5b
ლევან თაღიაშვილი
15.11.18 10:30
751

2018 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალმა 622 მილიონი ლარი შეადგინა. მისი შემოსავალი გაზრდილია როგორც ჯანდაცვის მომსახურების , ასევე აფთიაქებში წამლების დისტრიბუციის ნაწილში. შემოსავალი 13%-ით გაზრდილია წინა წელთან შედარებით. დაუბეგრავმა მოგებამ 39 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13%-იანი ზრდაა. მხოლოდ ჯანდაცვის მომსახურების ნაწილში, 9 თვეში, შემოსავლის 14%-იანი ზრდა შეინიშნებადა 224 მილიონ ლარს აღწევს. 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის საავადმყოფოებში არსებული ადგილების 24.9% ფლობს. შეგახსენებთ, რომ კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული .