მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს, ირანს, სომხეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

567a9106996c5
BM.GE
23.12.15 16:16
1261
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევენში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს ხელი მოაწერა.

"მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნული შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
 
„ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე“, - განმარტავენ სამინისტროში.