13.თებერვალი.2018 17:23
საზოგადოება

საქართველოს ფოსტა: საერთაშორისო კინოფესტივალის გზავნილი არ დაგვიკარგავს

საქართველოს ფოსტა: საერთაშორისო კინოფესტივალის გზავნილი არ დაგვიკარგავს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირველად თავად „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების მიერ მოხდა „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, “საქართველოს ფოსტა” ასაჯაროებს „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ გაგზავნილი გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების ბრალდება გზავნილების „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაკარგვის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ “საქართველოსფოსტის” მეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმა “საქართველოსფოსტას” მხოლოდ 5 გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეც „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 5 გზავნილიდან 2 ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო 3 გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულია უკან საქართველოში და ჩაბარებულია გამომგზავნისათვის („თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლისათვის). შესაბამისად არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული, ამასთან არც ერთ გზავნილთან მიმართებაში საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა. ამასთანავე „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი,ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს“, - ნათქვამია განცხადებაში.



20.აგვისტო.2018 18:00
17

სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები

ვრცლად
20.აგვისტო.2018 17:46
62

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი ემატება

ვრცლად
20.აგვისტო.2018 17:04
18

საქართველს ბანკის გენერალური პარტნიორობით, ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა

ვრცლად
20.აგვისტო.2018 16:12
69

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის კომპანიის ბალანსზე აღებას გეგმავს

ვრცლად
20.აგვისტო.2018 15:26
81

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო

ვრცლად
20.აგვისტო.2018 15:24
19

სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კმ-ზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად