მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტა 356 300 ლარის ქონებას ყიდის

5b6959059a715
BM.GE
07.08.18 12:31
756
საქართველოს ფოსტა 356 300 ლარის ქონებას ყიდის. კერძოდ, ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს ფოსტას 6 ქონება აქვს გამოტანილი. მათგან ყველაზე ძვირად 190 000 ლარად შეფასებულია ფოსტის საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობაა, რომელიც ბათუმში მდებარეობს.

ასევე, ფოსტას ელექტრონულ აუქციონზე აქვს გამოტანილი საჩხერეში არსებული შენობა ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 53 000 ლარია, 32 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება ხაშურში, 17 500 ლარად შეფასებული ქონება ბათუმში, 61 000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება ქობულეთში და 2800 ლარად შეფასებული შენობა ნაგებობა მარნეულში.